USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით ავიაკომპანიები EL AL  და Israir  ოპერირებას განაგრძობენ

ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით ავიაკომპანიები EL AL და Israir ოპერირებას განაგრძობენ

2023-11-09 10:00:01

ისრაელიდან საქართველოში გამომგზავრების მსურველებისთვის, ისრაელში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პირდაპირ რეისებს საქართველოს მიმართულებით დღეის მდგომარეობით ახორციელებს „ელ ალის“ და „ისრეარის ავიახაზები“.

ავიაკომპანია ელ ალი ფრენებს ახორციელებს ყოველდღე პარასკევი-შაბათის გარდა (რიგ დღეებში არის დღეში ორი რეისი).

ისრეარის ავიახაზები ფრენებს ახორციელებს კვირაში ორჯერ თბილისის და ასევე, კვირაში ორჯერ ბათუმის მიმართულებით.

გარდა ამისა, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით გამგზავრება შესაძლებელია კვიპროსის გავლით. კერძოდ, თელ-ავივი - ლარნაკა - თბილისი.

თელ-ავივი ლარნაკას მიმართულებით დაფრინავს ელ ალი (www.elal.com), აირკია (www.arkia.co.il), ისრეარი (www.israir.co.il) და ტუს ეარი (www.tusairways.com),

ხოლო ლარნაკადან საქართველოს მიმართულებით არის ორი შესაძლებლობა - ლარნაკა - თბილისი საქართველოს ავიახაზებით (www.georgian-airways.com) ან ლარნაკა - ქუთაისი ვიზიარის ავიახაზებით (www.wizzair.com).

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიების ვებ-გვერდებზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები