USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იპოთერაპია პოპულარული ხდება - კლუბი „შავი ცხენი“

იპოთერაპია პოპულარული ხდება - კლუბი „შავი ცხენი“

2023-06-03 19:00:11

იპოთერაპიასთან მიმართებით, საქართველოში მოთხოვნა ინტენსიურად იზრდება. მკურნალობის ამ უნიკალურ საშუალებას წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს.

როგორც კლუბ „შავი ცხენის“ მენეჯერი ნინო ტურიაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, მკურნალობის ამ სისტემის პირველი ეტაპი სწორედ ცხენის, მისი ყოფის გაცნობაა

საცხენოსნო მკურნალობას მიმართავენ ძირითადად სამკურნალო და სარელაქსაციო დანიშნულებით და არაერთი დაავადების სამკურნალოდ უებარი დამხმარე საშუალებაა.

„ცხენით სვლა მთელ ორგანიზმზე სასიკეთოდ მოქმედებს. თერაპიის ეს სახეობა რეკომენდებულია სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევების დროს.

ცხენით სვლის დროს, მუშაობაში სხეულის ყველა ძირითადი კუნთია ჩართული. იპოთერაპიას ადამიანის განვითარებაში დიდი როლი აქვს. განსაკუთრებით ისეთი სიმპტომების მქონე პაციენტებში, როგორიცაა დაუნის სინდრომი, აუტიზმი, ასევე სხვადასხვა ფიზიკური და გონებრივი აშლილობის დიაგნოზის შემთხვევები, ამდენად, იპოთერაპია მხოლოდ ცხენზე ამხედრებასა და ჯირითს არც გულისხმობს, არამედ არაერთ დაავადებასთან საბრძოლველად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია“, - ამბობს ნინო ტურიაშვილი.

მკურნალობის ეს მეთოდი უნიკალურია იმითაც, რომ აქ შესანიშნავადაა შერწყმული ორი აუცილებელი კომპონენტი - მექანიკური ზემოქმედება, რომელსაც ცხენი ადამიანის ორგანიზმზე ახდენს და პოზიტიური ფსიქო-ემოციური განწყობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი დაავადების განსაკურნად.

ნინო ტურიაშვილის ინფორმაციით, „შავი ცხენის“ სერვისის მომხმარებლებს ემსახურებიან სერტიფიცირებული ტრენერები, ასევე მწვრთნელებად ჰყავთ გამოჩენილი სპორტსმენები, რაც კლუბის პოპულარობაზეც აისახება.

ტურიაშვილის თქმით, წლიდან წლამდე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც კლუბს სტუმრობენ და იპოთერაპიის კურსს გადიან. კლუბში ინტენსიურად იმართება საცხენოსნო შეჯიბრებები. ასევე ფუნქციონირებს ცხენების სადგომი. როგორც

„შავი ცხენის“ მენეჯერი აღნიშნავს, იპოთერაპიაში ჯიშიანი ცხენები არ გამოიყენება. საცხენოსნო მკურნალობისთვის ცხენებს კლუბი ძირითადად რეგიონებში ყიდულობს.

ამასთან იპოთერაპიისთვისს საუკეთესოდ ითვლება 15-18 წლის ასაკის ცხენი, თუმცა 10 წლის ასაკიდან მათი გამოყენება რეკომენდებულია.

რაც შეეხება მკურნალობის საფასურს, კურსის ფასი 130-ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს და პაციენტის საჭიროების შესაბამისად განისაზღვრება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები