USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსში საქართველო 74-ე და 124-ე ადგილებს იკავებს

ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსში საქართველო 74-ე და 124-ე ადგილებს იკავებს

2023-08-08 16:03:47

ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის (Speedtest by Ookla Global Index) 2023 წლის ივნისის მონაცემების მიხედვით, რომელიც მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის რეიტინგებს მოიცავს, საქართველო 74-ე და 124-ე ადგილებს იკავებს.

კერძოდ, მობილური ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით, 140 ქვეყანას შორის საქართველო 74-ე ადგილს იკავებს და 31.76 მბ/წმ-ით ახლოსაა ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც იამაიკა და ჩილეა. რაც შეეხება ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარეს, საქართველო 25.74 მბ/წმ-ით 124-ე ადგილს იკავებს და 180 ქვეყანას შორის მადაგასკართან, სეიშელის კუნძულებთან და მალის რესპუბლიკასთან ერთად პოზიციონირებს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები