USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინგლისის ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა

ინგლისის ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა

2024-02-01 18:00:00

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 5,25%-ზე შეინარჩუნა, ნათქვამია ქვეყნის მარეგულირებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„შეხვედრაზე, რომელიც დასრულდა 2024 წლის 31 იანვარს, ინგლისის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (MPC) ხმათა უმრავლესობით ექვსი ხმის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა საბანკო განაკვეთის 5.25%-ზე შენარჩუნებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირკვევა, რომ კომიტეტის ორი წევრი პროცენტის 5,5%-მდე გაზრდის, ერთი კი 5%-მდე შემცირების წინადადებით გამოვიდა.

კომიტეტი მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკა უნდა დარჩეს შემზღუდველი მანამ, სანამ ინფლაციის სამიზნე 2%-ზე მეტის რისკი არ გაქრება.

„დიდი ბრიტანეთის 12-თვიანი ინფლაციის მაჩვენებელი (CPI) რჩება 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა. დეკემბერში მაჩვენებელი 4%-მდე დაეცა, რაც ასახავს საწვავზე, ძირითად პროდუქტებსა და მომსახურებაზე დაბალ ფასებს.

მიუხედავად მაღალი დონისა, ხელფასების ზრდა შენელდა. რიგ ინდიკატორებში დაეცა და პროგნოზის მიხედვით, მომდევნო კვარტალებში კლებას გააგრძელებს“, - ნათქვამია მარეგულირებლის ანგარიშში.

მოსალოდნელია, რომ CPI დროებით შემცირდება 2%-მდე 2024 წლის მეორე კვარტალში, ვიდრე კვლავ გაიზრდება მესამე და მეოთხე კვარტალში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები