USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იმედი მაქვს, აშშ-ის შესაბამისი უწყებები წარმოადგენენ მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზეც მიიღეს ფარცხალაძის დასანქცირების გადაწყვეტილება - შალვა პაპუაშვილი

იმედი მაქვს, აშშ-ის შესაბამისი უწყებები წარმოადგენენ მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზეც მიიღეს ფარცხალაძის დასანქცირების გადაწყვეტილება - შალვა პაპუაშვილი

2023-10-02 12:45:40

შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის შესაბამისი უწყებები ქართლ მხარეს წარუდგენენ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზეც ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება გადაწყვიტეს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„გამოძიება მიმდინარეობს და მათ შორის, ითქვა, რომ [გამოძიებამ] ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებს მიმართა, რათა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ეს [ფარცხალაძის სანქცირების] გადაწყვეტილება მიიღეს. იმედი მაქვს, რომ მტკიცებულებები წარმოდგენილი იქნება. ეს მტკიცებულებებია იმის მთავარი საფუძველი, რომ გამოძიება წარმატებული იყოს. ვინც ბრალი დასდო, იმ მხარეს აქვს პასუხისმგებლობა, რომ მტკიცებულებები წარმოადგინოს და გამოძიება ამ მტკიცებულებებს ელოდება.

ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება სანქციებთან დაკავშირებით. მოსამართლეებს სავიზო შეზღუდვა როცა დაუწესდათ. მაშინ პირდაპირ, უხეშად უთხრეს ქართულ საზოგადოებას, მათ შორის მაშინდელმა ელჩმა, რომ როდესაც მოსამართლეებს აბრალებენ კორუმპირებულობას, ისინი საჭიროდ არ თვლიან, რომ რაიმე მტკიცებულება წარმოადგინონ ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები