USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იმედი გვაქვს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, უზრუნველყოფს სებ-ის მმართველობის კრიზისის დასრულებას მისი ეფექტური საქმიანობისთვის საქართველოს კონსტიტუტიციის ფარგლებში - PMCG

იმედი გვაქვს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, უზრუნველყოფს სებ-ის მმართველობის კრიზისის დასრულებას მისი ეფექტური საქმიანობისთვის საქართველოს კონსტიტუტიციის ფარგლებში - PMCG

2023-09-20 23:03:42

PMCG განცხადებას ავრცელებეს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ:

,,გვინდა, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ეროვნული ბანკის გარშემო. აუცილებელია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, იყოს თავისუფალი პოლიტიკური წნეხისა და ტურბულენტობისგან. მან უნდა უზრუნველჰყოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, ანტიტერორისტული ღონისძიებებისა (AML/CFT) და სხვა გლობალური სტანდარტების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების დაცვა. ამ ყოველივეს შეუსრულებლობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ფინანსურ სექტორს და მის ინტერესებს. ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილური ფინანსური გარემოს შენარჩუნებისთვის საჭიროა ქართული ბანკების ინტეგრაცია საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში. იმედი გვაქვს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის მმართველობის კრიზისის დასრულებას, მის დამოუკიდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვას მისი ეფექტური საქმიანობისთვის საერთაშორისო შეთანხმებების, საქართველოს კონსტიტუტიციის და კანონმდებლობის ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში. .

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები