2023 წლის II კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 914.7 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 289.0 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 482.4 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 215.4 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 032.6 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 182.6 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 570.3 ლარი.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 15.2 პროცენტით გაიზარდა და 48.0 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
2023 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 18.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია.
ასევე სააგნარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 63.8 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 21.0 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში