ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წლის იანვრის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,60 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,20 ათასი ტონით ანუ 14,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,40 ათასი ტონა) შედარებით.
იანვრის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთიდან ( 0,39 ათასი ტონა) განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 24,4%-ს შეადგენს.
შემდეგ მოდიან: ირანი - 0,29 ათასი ტონა (18,1%); გერმანია - 0,10 ათასი ტონა (6,3%), აზერბაიჯანი - 0,10 ათასი ტონა (6,3%); და სხვ.
2023 წლის იანვრის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა 7,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,1ათასი ტონით ანუ 36,2%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (5,8 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მ/წლის იანვრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 57% (4,5 ათასი ტონა) თურქმენეთიდან, 29,1% (2,3 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 13,9% (1,1 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან განხორციელდა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება