2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან 51%-ით მეტი ღირებულების ხილისა და ბოსტნეულის წვენები გავიდა ექსპორტზე ვიდრე 2023 წლის პირველ კვარტალში. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, იანვარ-მარტში საქართველომ საზღვარგარეთ 7,759.91 ათასი დოლარის ღირებულების ნატურალური წვენები გაიტანა, გასული წლის იანვარ-მარტში კი 5,153.52 ათასი დოლარის.
მიმდინარე წლის 3 თვეში უცხოეთის ბაზრებზე სულ 4,864.52 ტონა ნატურალური წვენები გადაიზიდა, ზრდა გასულ წელთან შედარებით 12%-ია.
ირკვევა, რომ ქართული ნატურალური წვენების ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ისრაელია.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაყიდა:
ისრაელი - 2,694.25 ათასი დოლარი,
აშშ - 1,517.89 ათასი დოლარი,
გერმანია - 938.36 ათასი დოლარი,
რუსეთი - 594.37 ათასი დოლარი,
ავსტრალია - 270.61 ათასი დოლარი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნიდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის მაჩვენებელი მზარდია. ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს სწორედ 2023 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოდან 16,228.39 ათასი დოლარის ღირებულების წვენები გავიდა, რომლის მოცულობაც 12,572.90 ტონა იყო.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში