2023 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 16 470.9 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წლის I კვარტალში 6.8 პროცენტით განისაზღვრა.
2023 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში:
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა
ვაჭრობა (14.4 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.0 პროცენტი).
შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.9 პროცენტი), მშენებლობა (6.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9 პროცენტი), განათლება (5.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.5 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.5 პროცენტი).
შენიშვნა: დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2023 წლის 15 ნოემბერს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში