Hyundai Motor-ის დირექტორთა საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რუსეთში საკუთარი აქტივების გაყიდვაზე იმსჯელეს. დირექტორთა საბჭომ სანქტ-პეტერბურგში მდებარე ქარხნის გაყიდვა დაამტკიცა. კომპანიამ განაცხადა, რომ გააგრძელებს გაყიდვების შემდგომ მომსახურებას და სხვა მომხმარებელთა მხარდაჭერას რუსეთში.
აღსანიშნავია, რომ Hyundai-ს ქარხანა რუსეთში 2022 წლის მარტიდან უმოქმედოა. მანამდე იქ აწყობდნენ Hyundai Solaris და Creta, ასევე Kia Rio და Rio X მოდელებს.
2023 წლის სექტემბერში, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ავტომწარმოებლის ქარხანას რუსული კომპანია შეიძენს. ხელშეკრულება გაფორმდება შესყიდვის ოფციით ორი წლის ვადით.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში