USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გუდაურში ორი ახალი საბაგირო შენდება

გუდაურში ორი ახალი საბაგირო შენდება

2023-10-09 14:34:16

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის ტრასების სააგენტო (MTA), 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, ვიზიტორებს ორ ახალ საბაგირო კომპლექსს დაახვედრებს.

ეს არის 6-ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის (ე.წ „ბაბლი“) საბაგიროების სიგრძე - 1249 და 1369 მეტრი იქნება.  თითოეულის გამტარუნარიანობა კი, საათში 1800-2400 მგზავრს შეადგენს. 

პროექტს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული კომპანია MTA ახორციელებს. ამჟამად გუდაურში გონდოლას ტიპის მხოლოდ ერთი საბაგირო ფუნქციონირებს.

საბაგირო ახალი გუდაურიდან დაიწყება და კუდების წინა ფერდზე დასრულდება. პროექტი დაჩქარებული წესით განხორციელდა, მომწოდებელთან კონტრაქტი უტენდეროდ გაფორმდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები