USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გრასის“ ბუნებრივ საკვებ დანამატებზე  მოთხოვნა იზრდება

„გრასის“ ბუნებრივ საკვებ დანამატებზე მოთხოვნა იზრდება

2023-05-17 17:00:48

Grassy /გრასი პანდემიურ პერიოდში დაწყებული წარმოებაა, რომელმაც განსხვავებული ნიშით და უნიკალური სასარგებლო თვისებებით მომხმარებელთა ყურადღება მალევე მიიპყრო და დიდი მოთხოვნითაც გამოირჩევა.

როგორც ,,გრასის“ აღმასრულებელი დირექტორი სალომე კელენჯერიძე Business Insider Georgia - თან ამბობს, ხორბლის წვენი თერმულად არ მუშავდება, რის გამოც სასარგებლო ვიტამინებს ინარჩუნებს.

Grassy წარმოებისთვის უძველესი ედემური ჯიშის ხორბალს იყენებს. 7 დღის შემდეგ წვენი იწურება, თუმცა მარცვლოვანი კულტურა დამუშავების ხანგრძლივ პროცესს გადის.

„2020 წელს დავიწყეთ საქმიანობა. წლიდან წლამდე დაახლოებით 20-30%-ით იზრდება მოთხოვნა.

„გრასის“ პროდუქტი, ბუნებრივი საკვები დანამატია, რომელიც მიიღება ხილისა და ბოსტნეულის ცივი დაწურვის მეთოდით, შოკურად იყინება. მომხმარებელს ეხმარება დაზოგოს დრო და ყოველდღიურად სასარგებლო პროდუქტი მიიღოს.

წარმოების განვითარება ჯეჯილით დავიწყეთ. გვაქვს ჩვენი სათბური, სადაც მოგვყავს ბოსტნეული. ჯეჯილს ბიოლოგიურად სუფთა უსასუქო მარცვლისგან ვიღებთ სათბურში, ვამუშავებთ და ვყინავთ, როგორც სხვა ნებისმიერ პროდუქტს. ეს არის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გაყიდვებში“, - ამბობს სალომე კელენჯერიძე.

გარდა იმისა, რომ ,,გრასის“ ბუნებრივ საკვები დანამატი ადამიანისთვის სასარგებლოა, წარმოადგენს ანტიოქსიდანტსაც - ჯეჯილის წვენი ანეიტრალებს ალკოჰოლით გამოწვეულ დაზიანებებს, ა

ღადგენს ღვიძლის ქსოვილს და არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას. დროთა განმავლობაში კი ხორბალი გრეიპფრუტით, კენკრით და სხვა ხილით ჩანაცვლდა.

მომხმარებელს მისი გამოყენება ნებისმიერ სეზონზე შეუძლია. მზა პროდუქტი გაყინული კუბების ფორმისაა. პროდუქტი იყიდება ონლაინ, ასევე ბიოპროდუქტების რამდენიმე მაღაზიაში თბილისსა და ბათუმში.

„გრასის“ მომხმარებელთა შორისაა სარესტორნო ბიზნესიც, რომელიც ეკოლოგიურად ჯანსაღ ნედლეულს გამაგრილებელი სასმელების დასამზადებლად იყენებს.

ამ ეტაპზე „გრასის“ ბრენდით სხვადასხვა სეზონზე დაახლოებით 10-მდე დასახელების პროდუქტი იწარმოება. ფასები 10-დან 25 ლარამდე მერყეობს.

კომპანია სტაბილურად 5 ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები