USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გოგა მერკვილაძე - სამუშაოები იქ ამ ეტაპზე ისედაც არ მიმდინარეობს, მივესალმებით სახელმწიფოს ამ ნაბიჯს

გოგა მერკვილაძე - სამუშაოები იქ ამ ეტაპზე ისედაც არ მიმდინარეობს, მივესალმებით სახელმწიფოს ამ ნაბიჯს

2024-01-21 15:50:00

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დადაცული ტერიტორიების სააგენტო, ექსპერტების ჩართულობით, ბალდის კანიონზე ბუნების ძეგლის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტს მოამზადებენ. მანამდე კი, სამუშაოები არ გაგრძელდება.

 

როდის გაგრძელდება სამუშაოები? ამ კითხვით, „ბიზნესინსაიდერიპროექტზე მომუშავე კომპანიის, „კანიონის 350-ისდამფუძნებელს, გოგა მერკვილაძეს დაუკავშირდა. როგორც გოგა მერკვილაძემ აღნიშნა, ადგილზე სამუშაოები გარკვეული პერიოდში განმავლობაში არ ხორციელდება. ის მიესალმება სახელმწიფოს ამ ნაბიჯს და იმედოვნებს, რომ პროექტის დადებით მხარეებს მალეყველა კარგად დაინახავს.

 

სამუშაოები იქ ამ ეტაპზე ისედაც არ მიმდინარეობს. რაც შეეხება კვლევას, კარგია, რომ გარემოსდაცვის სამინისტრო ამას აკეთებს, რადგან არსებულ სპეკულაციებს ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი. გამოჩნდება, რომ ეს ყველაზე მინიმალური ზემოქმედებაა, რაც რომელიმე პროექტს შეუძლია მოახდინოს გარემოზე. აღსანიშნავია, რომ, კანონის თანახმად, ამის ვალდებულება არ არსებობს, მაგრამ როცა სახელმწიფო ამას აკეთებს, ნამდვილად მისასალმებელია. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით კვლევის შედეგებს,“ - აცხადებს გოგა მერკვილაძე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები