USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გიმფას (GIMPHA) მე-8 საერთაშორისო კონფერენცია კავკასიის მედიცინის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა

გიმფას (GIMPHA) მე-8 საერთაშორისო კონფერენცია კავკასიის მედიცინის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა

2023-06-05 12:16:41

3 ივნისს თბილისში საერთაშირისო სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის (GIMPHA) დაავკასიის მედიცინის ცენტრის თანამშრომლობით გაიმართა.

 

კონფერენცია მიზნად ისახავდა მსოფლიოს უახლესი სამედიცინო მიღწევების განხილვას, რთული შემთხვევების იდენტიფიცირებას და ინოვაციების გაცნობას. კონფერენციას ესწრებოდნენ ექიმები როგორც საქართველოდან, ასევე - საფრანგეთიდან, სერბეთიდან, ისრაელიდან, ჰოლანდიიდან და უკრაინიდან.
 

გიმფას რიგით მე-8 კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა 4 პარალელური სესია, მათ შორის 3 თემატური სესია კავკასიის მედიცინის ცენტრის წამყვანმა ექსპერტებმა წარადგინეს:
 

  • ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის ერთობლივი სესია კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვლადიმერ წიქარიშვილისა და პროფესორ ზაზა ქაცარავას თავმჯდომარეობით;
  • ონკოლოგიაში პერსონალიზებული მედიცინის სესია ნიდერლანდებში მოღვაწე წამყვანი პათოლოგ-ანატომი, პროფესორ ალექსი ბაიდოშვილის, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ივანე კილაძისა და პროფესორ ირაკლი კოხრეიძის თავმჯდომარეობით;
  • კარდიოვასკულუი ქირურგიის დღევანდელი გამოწვევების სესია;
  • ინფექციური დაავადებების სესია;

 

საერთაშორისო კონფერენცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციაში (GIMPHA) გაერთიანებული უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ინიციატივით გაიმართა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები