USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Georgian Airways თბილისის გავლით, მოსკოვიდან ნიცაში ფრენებს იწყებს

Georgian Airways თბილისის გავლით, მოსკოვიდან ნიცაში ფრენებს იწყებს

2023-07-05 14:11:13

 

ავიაკომპანია Georgian Airways-მა ნიცას მიმართულებით ავიარეისების განხორციელება დაიწო. კომპანია თბილისი-ნიცა-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს.

აღნიშნულ მარშრუტზე კი კომპანიამ პირველი რეგულარული რეისი დღეს შეასრულა, მომდევნო რეისი კი 8 აგვისტოსაა ჩანიშნული.

რუსული მედია აქტიურად წერს, რომ თბილისის გავლით, მოსკოვიდან ნიცაში მოხვედრა უკვე შესაძლებელია.

როგორც ავიაკომპანიის ვებგვერდზე, ბილეთების საძიებო სისტემიდან ირკვევა, 8 აგვისტოს თბილისი-ნიცას რეისზე ბილეთის ფასი 702 ლარიდანაა, ხოლო მოსკოვი ნიცას ტრანზიტური ბილეთის ფასი კი 2 207 ლარიდან. 

აღსანიშნავია, რომ Georgian Airways-მა თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები მაისის მეორე ნახევრიდან განაახლა. შესაბამისად მოსკოვიდან, თბილისის გავლით, მოხვედრა შესაძლებელია იმ ევროპულ მიმართულებებზე, სადაც ავიაკომპანია ამ დროისათვის ოპერირებს: ამსტერდამი, ვენა, ბერლინი, მილანი, ლარნაკა, სალონიკი, თელ ავივი. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები