USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Georgian Airways-ი ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქციას აანონსებს

Georgian Airways-ი ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქციას აანონსებს

2023-11-21 14:18:31

ავიაკომპანია Georgian Airways-ი ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქციას აანონსებს. კომპანიის ცნობით, 24 ნოემბერს, შავ პარასკევთან დაკავშირებით, ავიაგადამზიდავს მგზავრებისთვის სასიამოვნო შეთავაზება აქვს.

„აქცია ეხება (1-29) თებერვლის პერიოდის ყველა ევროპულ მიმართულებას (ამსტერდამი, ვენა, პარიზი, ნიცა, მიუნჰენი, ბერლინი, მილანი, ლარნაკა) .

ONE WAY ბილეთის ღირებულება შეადგენს 99 ევროს და მოიცავს 23კგ რეგისტრირებულ ბარგსა და 8კგ ხელბარგს! აღნიშნულ ფასად, ბილეთების შეძენას შეძლებთ მხოლოდ 24 ნოემბერს, როგორც ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ისე სათავო ოფისის სალაროსა და პარტნიორ სააგენტოებში“, - აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები