USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გაზპრომის“ წმინდა მოგება წლის პირველ ნახევარში 8,5-ჯერ შემცირდა

„გაზპრომის“ წმინდა მოგება წლის პირველ ნახევარში 8,5-ჯერ შემცირდა

2023-08-30 09:44:59

რუსული ენერგოგიგანტის გაზპრომის წმინდა მოგებამ, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით წლის პირველ ნახევარში 296,2 მილიარდი რუბლი შეადგინა, 2022 წელს მოგება 2,5 ტრილიონი რუბლი იყო, - ამის შესახებ ჰოლდინგის ანგარიშშია ნათქვამი. 

„გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის ფამილ სადიგოვის თქმით, კომპანიაში წმინდა მოგების კლება დიდწილად განპირობებული იყო საკურსო სხვაობების ზემოქმედებით.  საანგარიშო პერიოდში რუბლი დოლართან მიმართებით 24%-ით და  ევროსთან 26%-ით გაუფასურდა. 

„გაზპრომის“ შემოსავალმა შეადგინა 4,11 ტრილიონი რუბლი. კომპანიის მოგება გაყიდვებიდან წლის პირველ ნახევარში 3,5-ჯერ შემცირდა - 744,78 მილიარდ რუბლამდე, ხოლო მოგებამ 360,6 მილიარდი რუბლი შეადგინა (წინა წლის 3,24 ტრილიონი რუბლის წინააღმდეგ).

„გაზპრომის“ ლიკვიდურობის რეზერვი 1,1 ტრილიონ რუბლზე მეტია, რაც აღემატება მოკლევადიან სავალო ვალდებულებებს, - ამის შესახებ ჰოლდინგის ხელმძღვანელის მოადგილემ ფამილ სადიგოვმა განაცხადა. .

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები