ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მონეტარულ პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით საბანკო ასოციაცია აფასებს. უწყების ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ მიიღო რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება და რა რისკი დაინახა სებ-მა.
ძნელაძის პოზიციას ამაგრებს ის ფაქტიც, რომ ინფლაციური წნეხი შემსუბუქებულია, რაც რატომღაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე ნაკლებად აისახა.
„პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იზრდება ანუ მკაცრდება ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის დროს. დღეს საკმაოდ დაბალია ნიშნულია და მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციას კლება ახასიათებს. ველოდებით, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. წელს და გაისადაც, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ვერ გადააჭარბებს. ამიტომ ამ გადასახედიდან უფრო მეტად ველოდით რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, მქონდა ეს მოლოდინი, რაც ვერ გამართლდა“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე. საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილების მიღებისას გარე ფაქტორები გაითვალისწინა.
„რადგან ვერ შენარჩუნდა განაკვეთი, ვფიქრობ, უფრო მეტად გათვალისწინებული იყო ის გარე ფაქტორები, რაც მოქმედებენ არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში. მაღალი ინფლაციაა ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიუხედავად ამისა, ექსპერტები უკვე იწყებენ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირებას და პროგნოზები პესიმისტურია. შემდეგში, როცა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა ჩატარდება, ვფიქრობ, უფრო გაბედული ნაბიჯები გადაიდგმება და შემცირების ტრენდი შენარჩუნდება.
ამ ეტაპზე არ მაქვს სრულფასოვანი ინფორმაცია. საბოლოოდ, როცა ყველა დეტალი გაირკვევა, უფრო დამაჯერებლად შევძლებ საუბარს. პირდაპირპროპორციულად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის ინფლაციის შეჩერების ერთ-ერთი მეთოდი, სხვა მიზნობრიობით ძირითადად არ გამოიყენება ხოლმე. აქედან გამომდინარე, ცოტა გასაკვირი იყო, რატომ არ შემცირდა და რა რისკებს ხედავდა ეროვნული ბანკი ამ თვალსაზრისით. უფრო მეტი ანალიზი მჭირდება, რატომ დარჩა იგივე ნიშნულზე“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე Business Insider Georgia- თან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 21 ივნისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.50 პროცენტს შეადგენს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში