გლობალურ ბაზრებზე გაყინული ხორცი ძვირდება. კომპანია „დუს“ დამფუძნებელი, იმპორტიორი დავით გოგიჩაიშვილი ფასების ზრდას აშშ დოლარის შესუსტებას უკავშირებს. მისი ინფორმაციით, უცხოურ ბაზრებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში 1 ტონა ხორცის ფასმა 3 200 დოლარს მიაღწია, რამაც გავლენა ადგილობრივ ბაზარზეც მოახდინა.
ამ ეტაპზე საქართველოში1 კგ. გაყინული ხორცის ფასი 10-12 ლარია. გოგიჩაიშვილის ვარაუდით, გაძვირების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
„რამდენიმე ხნის წინ 1 ტონა გაყინული ხორცის ყიდვა 2 600 დოლარად შეგვეძლო. ბოლო 2 თვის განმავლობაში ფასმა 400-500 დოლარის ფარგლებში მოიმატა, რაც თვითღირებულების დაახლოებით 30%-ია. ცხადია, გავლენა ქართულ ბაზარსაც დაეტყო, ფასები მკვეთრად გაზრდილია, თუმცა მოთხოვნა კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზეა.
ახლა ბაზარზე გარკვეულწილად დეფიციტია. ნახევარფაბრიკატებზე ვინც მუშაობს, ძირითადად გაყინული ხორცის მომხმარებელია. ასევე ჰორეკა სექტორი, რომლის მხრიდანაც მოთხოვნა გაორმაგებულია. შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი მოთხოვნას ვერ აუდის. ნედლ ხორცთან შედარებით, ფასები მაინც დაბალია და ეს განაპირობებს მოთხოვნის ზრდას. გაყიდვებში ჩავარდნა ფაქტობრივად არ გვქონია, პანდემიის პერიოდშიც არ გავჩერებულვართ. თუმცა დაბალი მოთხოვნა იყო, ახლა 1,5-2-ჯერ მაღალი რეალიზაციაა", - ამბობს დავით გოგიჩაიშვილი Business Insider Georgia- თან.
მისი თქმით, გაყინული ღორის ხორცის იმპორტი ძირითადად ბრაზილიიდან და ჩინეთიდან ხორციელდება. საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 55 ათას ტონა ხორცს მოიხმარს.
გაყინულ ხორცზე მოთხოვნა ტრადიციულად ზამთარში იზრდება, რადგან ამ დროს ბაზარზე ნატურალური ხორცის მოცულობა მცირრეა.
იმპორტიორი ამბობს, რომ გაყინული ხორცის გაძვირება ბიზნესს დიდად ვერ დააზარალებს, რადგან რესტორნებსა და სწრაფი კვების ობიექტებში მათი მოხმარება არ შემცირდება.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოში იმპორტიორებმა 1 783,43 ტონა ღორისა და მსხვილფეხა საქონლის გაყინული ხორცი შემოიტანეს.
ტოპ 5 ქვეყანა საიდანაც საქართველოში იანვარში ღორისა და მსხვილფეხა საქონლის გაყინული ხორცი შემოვიდა:
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება