USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გამოკითხულთა უმეტესობა მთავარ პრობლემებად უმუშევრობას, ცხოვრების ხარჯებს და მაღალი ფასებს ასახელებს - IRI

გამოკითხულთა უმეტესობა მთავარ პრობლემებად უმუშევრობას, ცხოვრების ხარჯებს და მაღალი ფასებს ასახელებს - IRI

2023-11-16 09:20:21

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მომავლისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკური განვითარებაა. 

კითხვაზე, რა არის სამი ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მომავლისთვის, გამოკითხულთა 29% ეკონომიკური განვითარებას ასახელებს, უმუშევრობას -14%, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას -18%.

ამასთან, კითხვაზე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, გამოკითხულთა პასუხები ასე გამოიყურება: ეკონომიკა – უმუშევრობა 37%, ცხოვრების ხარჯები, მაღალი ფასები -17%, სხვა საკითხები – 7%; სიღარიბეს ასახელებს გამოკითხულთა 7%, განათლებას – 4%, პოლიტიკური პოლარიზაციას – 3%, გარე კონფლიქტები/ომი -3%. 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, კითხვაზე როგორ აღწერდით თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, ძალიან კარგს პასუხობს 4%, ნაწილობრივ კარგი – 59%, ნაწილობრივ ცუდი -27%, ძალიან ცუდი-10%.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები