USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაქვს მოლოდინი, რომ 2024 წელი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე გასული წელი იყო - Courtyard by Marriott Batumi-ს მენეჯმენტ კომპანია

გაქვს მოლოდინი, რომ 2024 წელი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე გასული წელი იყო - Courtyard by Marriott Batumi-ს მენეჯმენტ კომპანია

2024-05-22 16:26:00

საპროტესტო გამოსვლები, ან მსგავსი, თითქმის ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად არის რაღაცა ტიპის გავლენა, მაგრამ არა განსაკუთრებული, რომ ამაზე რაიმე ტიპის ბიზნეს გავლები გავაკეთოთ, - აცხადებს სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi-ს მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი. 

მაია წერეთელი ამბობს, რომ  Courtyard by Marriott Batumi-ს მაგალითზე ზაფხულის სეზონისთვის ჯავშნების დიდი წილი მოდის ისრაელიდან, თურქეთიდან და ქართული კომპანიებიდან, რომელთაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან სტუმრები.

„თუმცა გაქვს მოლოდინი, რომ 2024 წელი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე 2023 წელი იყო, ვინაიდან უკვე სეზონს და ჩვენთან არსებულ ჯავშნებს ეტყობა, რომ შარშანდელთან შედარებით უკეთესი ვითარება გვექნება“, - ამბობს მაია წერეთელი.

 McInerney Hospitality International Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტის თქმით,  ახლო აღმოსავლეთში ვითარების დაძაბვის ფონზე ისრაელიდან ჯავშნები მასიურად გაუქმდა, თუმცა წელს ისრაელის ბაზარი აღდგა და ჯავშნებიც აქტიურად შემოდის. 

„როდესაც ისრაელში ვითარება დაიძაბა ცხადია თითქმის ყველა ჯგუფის ჯავშანი გაუქმდა, რაც გასაკვირი არ იყო, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ისე ვხედავთ ისრაელის ბაზრის დაბრუნებას. განსაკუთრებით აპრილში, მათი დღესასწაულის გამო, ძალიან ბევრი სასტუმრო თითქმის 100%-ით იყო დატვირთული და ახლაც გრძელდება ჯავშნების შემოსვლა ისრაელიდან“, - ამბობს მაია წერეთელი.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებიდან ჯავშნებს, Courtyard by Marriott Batumi-ს  მენეჯმენტ კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ თურქეთიდან და სომხეთიდან მოლოდინები მზარდია. 

„თურქეთიდან ჯავშნების რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია, განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთის იმ რეგიონებიდან, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება. ბევრმა თურქულმა კომპანიამ დაიწყო ჩვენთან ჯავშნების გაკეთება. წელს, თურქეთში რამდენიმე ტურისტული ბაზრობა იყო, რომელსაც ბევრი ქართული კომპანია და მათ შორის ჩვენი სასტუმრო დაესწრო და ძალიან ბევრი კონტაქტები გაგვიჩნდა იმ ადამიანების, რომელთაც პოტენციურად, შესაძლოა, საქართველოში ჩამოსვლა სურდეთ. შესაბამისად თურქეთიდან ჯავშნების ზრდის მოლოდინი გვაქვს. 

სომხეთიდან ტურისტები ბათუმს იცით, რომ მრავლად სტუმრობენ, რაც შეეხება აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი ისევ დაკეტილი აქვთ და ჯავშნების რაოდენობა მაინც ფრენების მიხედვითაა“, - ამბობს მაია წერეთელი.

მისვე თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბევრი ევროპული რეისი ბათუმისთვისაც გარკვეული რაოდენობით ევროპელი ტურისტების შემომყვანია. 

„ევროპელი ტურისტებისთვის ბათუმი ძირითადი მიმართულება არ არის, მაგრამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმართულებების დამატებით ბათუმიც იღებს სტუმრებს. ფაქტობრივად შეგვექმნა იმის მოლოდინი, რომ ევროპის ქვეყნებიდან ახალი მიმართულებები დაემატება“, - აცხადებს მაია წერეთელი.

 

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები