USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გადაზიდვების ზოგიერთ მიმართულებაში ფასები წლის განმავლობაში 20-40%-ით არის გაზრდილი - Kairos logistics

გადაზიდვების ზოგიერთ მიმართულებაში ფასები წლის განმავლობაში 20-40%-ით არის გაზრდილი - Kairos logistics

2023-12-06 10:00:47


მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მიმდინარე წელს ჩვენს ქვეყანაზე,როგორც აზიისა და ევროპის ,,გამტარ ხიდზე" მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. შესაბამისად, ზრდადია ტარიფებიც, თუმცა ყველა სეგმენტზე თანაბრად არ ასახულა. როგორც Kairos logistics-ის დირექტორი მიხეილ ნამადოვი Business Insider Georgia - თან ამბობს, სატარიფო ცვლილება საწვავის გაძვირებასთან არის პირდაპირ კავშირში, თუმცა საკონტეინერო გადაზიდვების შემთხვევაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები საგრძნობლად შემცირებულია.
რაც შეეხება კომპანიის მიერ მიღწეულ შედეგს, მიხეილ ნამადოვის ინფორმაციით, კომპანიის სერვისებზე მოთხოვნა 55%-ით არის გაზრდილი.
,,Kairos logistics-ში მაქსიმალურად ვცდილობთ  წვლილი შევიტანოთ ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით ლოგისტიკურ ინდუსტრიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დავამატეთ 6300 კვადრატული მეტრის თერმო საწყობი,რომელიც ბუნებრივია ევრო სტანდარტის მოთხოვნებს პასუხობს. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ კომპანიის საქმიანობა  წინა წელთან შედარებით დაახლოებით 55%-იან ზრდას განიცდის. 
რაც შეეხება ტარიფებს, საგრძნობლად მოიმატა ტრანსპორტირების ხარჯმა, რაც  გლობალური გარემოებებიდან გამომდინარეობს.  გარკვეულ სექტორში აღინიშნება ფასების 20-40%-ით ზრდა, რაც საწვავის გაძვირებას უკავშირდება, საკონტეინერო გადაზიდვების მიმართულებაში ტრენდი საპირისპიროა და ფასები საგრძნობლად შემცირებულია", - აცხადებს ნამადოვი.
მისი თქმით, საახალწლო პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც სეზონური ფაქტორით არის განპირობებული.
,,როგორც წესი, საახალწლო პერიოდში მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც გამოწვეულია ბიზნეს სექტორის საჭიროებებიდან, შეავსონ მარაგები მომხმარებლის გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. გაზრდილი მოცულობის სამართავად კი ბუნებრივია  საჭიროა უფრო ეფექტური ლოგისტიკა, ტრანსპორტირება და დასაწყობება", - აცხადებს კომპანიის დირექტორი.
ცნობისთვის, Kairos Logistics  2013 წელს შეიქმნა. კომპანია ჯამში ათამდე ქვეყანაშია წარმოდგენილი.


 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები