USD 2.8095

EUR 2.9106

TRY 0.0783

GBP 3.4877

RUB 0.028964

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფიქსირებულ ინტერნეტს უკვე მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს და 2510 სოფელშია ხელმისაწვდომი - კახა ბექაური

ფიქსირებულ ინტერნეტს უკვე მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს და 2510 სოფელშია ხელმისაწვდომი - კახა ბექაური

2023-06-26 16:32:37

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტში გამართულ დარგობრივ კომიტეტზე კომისიის გასული წლის ანგარიშის წარდგენისას, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ტენდენციები მიმოიხილა და ხაზი გაუსვა, რომ 2022 წელს, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობა 1.080.000 იყო.

საუბრისას, კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ წინა წელთან შედარებით, 2022 წელს მომხმარებლების რაოდენობა 70.6 ათასით გაიზარდა, რაც 7%-იან ზრდას გულისხმობს. მისივე განცხადებით, ფიქსირებული ინტერნეტი ქვეყანაში არსებული 3385 სოფლიდან, 2510 სოფელში უკვე ხელმისაწვდომია და დაამატა, რომ სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, საქართველოს სოფლებში ინტერნეტი სრულად ხელმისაწვდომი გახდება. როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, ინტერნეტი დანარჩენ სოფლებში ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროექტის განხორციელების შედეგად გახდება ხელმისაწვდომი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები