2023 წლის აგვისტოში სპილენძის ფასი თვიურად 4.5%-ით შემცირდა. სპილენძის ფასები ბოლო პერიოდში მერყეობით ხასიათდება - ამის შესახებ Galt & Taggart-ის აგვისტოს თვის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი..
ჩინეთის (სპილენძის უმსხვილესი მომხმარებელი) ეკონომიკური სტიმულირების პოლიტიკის გამო სპილენძის ფასი თავდაპირველად გაიზარდა, მაგრამ მოგვიანებით დაეცა ჩინეთში სუსტი ეკონომიკური მონაცემებისა და აშშ დოლარის გაძლიერების ფონზე.
საოპერაციო პრობლემების გამო, სპილენძის მომპოვებელმა რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ შეამცირა 2023 წლის წარმოების პროგნოზი, რამაც საბოლოო ჯამში შეამცირა სპილენძის მოსალოდნელი გლობალური წარმოება. თუმცა, სექტემბრიდან მოსალოდნელია მაღალი სეზონური აქტივობა ჩინეთის სპილენძის ბაზარზე და სპილენძის ფასები სავარაუდოდ 8,600 აშშ დოლარის ფარგლებში იმერყევებს, S&P Global-ის მიხედვით.
ამასთან, 2023 წლის აგვისტოში ჩინურ და ევროპულ ფეროსილიკონზე ფასები თვიურად 2.9%-ით და 3.6%-ით შემცირდა, რაც წინა თვეების ტენდენციების გაგრძელებაა.
სუსტი გლობალური მოთხოვნა ასევე აისახა ქართული ფეროშენადნობების ექსპორტზე, რაც წლიურად 68.6%-ით შემცირდა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში