საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ პროექტის - „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე სასოფლო მეურნეობებისთვის“ ფარგლებში მორიგი რეგიონული შეხვედრა ახალციხეში გამართა და ადგილობრივ ფერმერებსა და საფინანსო სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს პროექტის მიზნები და უპირატესობები გააცნო;
ექვსთვიანი პროექტი ბენეფიციარებს ეხმარება საჭიროებებზე დაფუძნებული სერვისების გამოყენებით გაზარდონ საკუთარი ბიზნესი, მიიღონ საინვესტიციო დაფინანსება და დანერგონ შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული ბიზნეს-მოდელები;
საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ პროექტი - „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე სასოფლო მეურნეობებისთვის“ RSMEDP პროექტთან პარტნიორობით დაიწყო. რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტი (RSMEDP) დაფინანსებულია შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ, რომელსაც Swisscontact კონსორციუმი Mercy Corps Europe-თან და Springfield Centre-თან ერთად ახორციელებს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში