„ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე სასოფლო მეურნეობებისთვის“ - საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო; ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.
„ექვსთვიანი პროექტი ბენეფიციარებს დაეხმარება საჭიროებებზე დაფუძნებული სერვისების გამოყენებით გაზარდონ საკუთარი ბიზნესი, მიიღონ საინვესტიციო დაფინანსება და დანერგონ შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული ბიზნეს-მოდელები;
პროექტი საქართველოს სამ რეგიონს (კახეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი) მოიცავს და ფარავს მეცხოველეობის, რძის პროდუქტებისა და თაფლის წარმოების მიმართულებით მომუშავე ფერმერებს.
პროექტის მიზნები:
დაფინანსების წყაროების მოძიებასთან დაკავშირებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება; მათი განვითარების ხელშეწყობა მდგრადი ფინანსური და აღრიცხვის მოდელების შემუშავებით; ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების ხელშეწყობა ფერმერებზე მორგებული სერვისების შემუშავებისა და დანერგვის გზით.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ პროექტი - „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე სასოფლო მეურნეობებისთვის“ RSMEDP პროექტთან პარტნიორობით დაიწყო.
რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტი (RSMEDP) დაფინანსებულია შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ, რომელსაც Swisscontact კონსორციუმი Mercy Corps Europe-თან და Springfield Centre-თან ერთად ახორციელებს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში