USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფერმერებს, რომლებსაც გაუმართავი სარწყავი სისტემა აქვთ, პროექტირებასა და მონტაჟს ვთავაზობთ - „ჰიდროვეი“

ფერმერებს, რომლებსაც გაუმართავი სარწყავი სისტემა აქვთ, პროექტირებასა და მონტაჟს ვთავაზობთ - „ჰიდროვეი“

2023-07-11 17:00:49

 

,,ჰიდროვეი“ არის მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო სარწყავი სისტემის სერვისები, რომელიც ინდივიდუალურ აგრო და ჰიდრო ინჟინრული კვლევებსა და მეცნიერულ მიდგომებს ეფუძნება.

კომპანია სარწყავი სისტემის ხარისხიან პროექტირებას, რეპროექტირებას, მასალების მიწოდებას და მონტაჟს ახორციელებს.

როგორც კომპანიის დირექტორი, ჰიდროინჟინერი გურამ მოსიაშვილი Business Insider Georgia -თან ამბობს, კომპანიის მიზანია ფერმერის ბიზნესისა და აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა. ბრენდის შექმნამდე მასშტაბური კვლევა ჩატარდა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

„სერვისების დაანონსებამდე ბაზარზე ოპერირება დავიწყეთ კვლევით, რაც მოიცავს ფერმერულ მეურნეობებში არსებული სარწყავი სისტემების გამართული მუშაობის ეფექტურობისა და ინვესტიციების უკუგების რეალურ შეფასებას. სწორედ ამ მონაცემების მიხედვით დავისახეთ ისეთი გრძელვადიანი სტრატეგიები, რომლებიც ფერმერთათვის საუკეთესო სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.

კვლევის მიზანია, საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული სარწყავი სისტემების მუშაობის ხარისხისა და ეფექტურობის შესწავლის საფუძველზე, მათი გამართვის უზრუნველყოფა და სწორი რწყვის რეკომენდაციების გაცემა კვლევაში მონაწილე ფერმერებისათვის. მიმდინარე წლის სტრატეგიაა სარწყავი სისტემების სწორი პროექტირებისა და ეფექტური გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლება ფერმერებში და ჯანსაღი მოთხოვნის შექმნა ბაზარზე, რომელიც სოფლის მეურნეობის პროფესიონალურად მართვას გახდის მარტივს“ – აცხადებს გურამ მოსიაშვილი.

რაც შეეხება სერვისებს, ფერმერებს, რომლებსაც აქვთ გაუმართავი სარწყავი სისტემა, ,,ჰიდროვეი“ სთავაზობს რეპროექტირების სერვისს სისტემის ფუნქციონირებისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით, მომხმარებელს შეუძლია ოპტიმიზაცია მოახდინოს სარწყავი სისტემის მუშაობას და თავიდან აიცილოს ზედმეტი ან არასაკმარისი მორწყვა.

„ჰიდროვეის“ მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი მთავარი სერვისი არის სარწყავი სისტემების პროექტირება და მონტაჟი. კომპანია იყენებს მეცნიერულ მიდგომას სარწყავი სისტემების დაპროექტებისას ინდივიდუალური აგრო და ჰიდრო ინჟინრული კვლევების საფუძველზე.

ჰიდროინჟინრებისა და აგრონომების გუნდი მომხმარებელს მცენარეთა წყლის მოთხოვნილების, ნიადაგის ტექსტურის და აგროკლიმატური რესურსების გათვალისწინებით პროექტის შექმნას სთავაზობს.

როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, ინდივიდუალურად დაპროექტებული სარწყავი სისტემა უზრუნველყოფს მცენარეების საჭირო რაოდენობის წყლის სწორ დროს მიწოდებას, რაც მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, ,,ჰიდროვეი“ საქართველოს აგრარულ სექტორს 2022 წლიდან შეუერთდა. კომპანიის სათავეში მოსვლამდე, ათწლიანი საქმიანობის განმავლობაში, გურამ მოსიაშვილმა უზრუნველყო 6 000 ჰექტარზე მეტი მეურნეობის გასარწყავიანება.

რაც შეეხება ,,ჰიდროვეის“ კვლევის არეალს, დღეის მდგომარეობით, მოიცვა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს 1500 ჰექტარზე მეტი ფართობის მეურნეობები, კერძოდ კი ვენახის, კაკლის, ნუშის, თხილის, მოცვის, ბლისა და ვაშლის ბაღები. ამ ეტაპზე კომპანიაში 14 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 3 ჰიდრო ინჟინერი, 6 აგრონომი და 3 ნიადაგის სპეციალისტი და სხვა. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს https://hydroway.ge/

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები