USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ფარკონი“ კაფსულირებული  ხილის წარმოებას გეგმავს

„ფარკონი“ კაფსულირებული ხილის წარმოებას გეგმავს

2023-08-16 13:00:18

მომხმარებლისთვის „ფარკონის“ ბრენდის ქვეშ ახალი პროდუქტის შეთავაზებას ვაპირებთ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „ფარკონის“ ექსპორტ-იმპორტის მენეჯერმა გიორგი ალფაიძემ გაუცხადა.

მისივე ინფორმაციით, „ფარკონი“ კაფსულირებული ხილის წარმოებას გეგმავს.

`„კაფსულაში მოთავსდება ძალიან წვრილად დაფქული ხილი. მაგალითად ვაშლი და ასკილი. ხილი კაფსულები ბავშვთა კვებისთვის იქნება განკუთვნილი, რისი საშუალებითაც პატარები ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებს მიიღებენ“, - ამბობს „ფარკონის“ ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი.

კომპანიამ საცდელი წარმოებისთვის, USAID-ის (სოფლის მეურნეობის პროგრამა) დახმარებით დანადგარები მიიღო და ახალი შენობა-ნაგებობა გააფართოვა.

კაფსულირებული ხილის საცდელ პარტიას „ფარკონი“ 2023 წელს გამოუშვებს.

1997 წელს დაფუძნებული კომპანია 2 საწარმოს ფლობს, სადაც ველური სამკურნალო მცენარეების, ტყის ხმელი კენკრის, დაფნის ფოთლისა და სანელებლების გადამუშავება მიმდინარეობს. სანელებლების დიდი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება სამკურნალო მცენარეები კი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში გადის ექსპორტზე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები