Falestra და Mastercard განაგრძობს მუსიკალური საღამოების სერიას, სადაც 11 ნოემბერს ქართველი საზოგადოებისთვის გამორჩეულად საყვარელი ბრიტანელი მომღერალი Lisa Stansfield წარსდგება. Lisa Stansfield - ის მუსიკა არის სოულის, R&B და პოპის სინთეზი. არტისტის შემოქმედება დასამახსოვრებელია უნიკალური ხმითა და ემოციური ჟღერადობით. მის მუსიკალურ გემოვნებას ეტყობა ისეთი არტისტების გავლენა, როგორებიც არიან Marvin Gaye, Diana Ross, Aretha Franklin და Barry White. 🎼 კომპოზიცია "All Around the World" - სადებიუტო ალბომიდან "Affection" გახდა მისი საკულტო სიმღერა, რომელიც დღემდე ყველაზე გაყიდვადი და ცნობილი სინგლია. მან მიაღწია ჩარტების პირველ ადგილს რამდენიმე ქვეყანაში და მოიპოვა გრემის ნომინაცია. კარიერის მანძილზე არტისტს მიღებული აქვს უამრავი მუსიკალური ჯილდო, მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 20 მლნ-ზე მეტი ალბომი.
ონლაინ ბილეთის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ Mastercard ბარათით.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში