კომპანია „კოლხური დაფნა“, რომელიც დაფნის მოყვანით, ექსპორტით და დაფნის ეთერზეთების წარმოებითაა დაკავებული გაფართოებას გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მამუკა ბუკიამ განაცხადა, იგეგმება, რომ დანადგარების შესაძენად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამას მიმართონ. თუმცა ამ დროისათვის „კოლხური დაფნა“ არსებული საწარმოო სიმძლავრეებით დაფნის და დაფნის ეთერზეთების წარმოებას ახდენს, რომელსაც მთლიანად ექსპორტზე გზავნის.
კომპანიის „კოლხური დაფნა“ საწარმო ხობის რაიონში მდებარეობს და 6 ჰა-ზე გაშენებული დაფნის პლანტაციების პარალელურად დაფნას სხვა ფერმერებისგან იბარებს. მიღებული დაფნის გადამუშავების შედეგად კი კომპანია ორი სახეობის საექსპორტო პროდუქციას აწარმოებს, ესაა თავად გამშრალი დაფნა და ეთერზეთები.
როგორც მამუკა ბუკია განმარტავს, დაფნის ეთერზეთებზე ევროპაში დიდი მოთხოვნაა და სწორედ ამიტომ „კოლხური დაფნის“ მიერ წარმოებული ეთერზეთების გასაღების ძირითადი ბაზარი ევროპაა.
ეთერზეთების გამოყენება პარფიუმერიაში ხდება. „კოლხური დაფნის“ მიერ წარმოებული ეთერზეთები უკვე ორი წელია ბულგარეთსა და პოლონეთში იყიდება.
მამუკა ბუკია ამბობს, რომ ევროპის ბაზარზე შესვლა თავიდან რთულია, თუმცა თუ ყველა საჭირო ეტაპს თანმიმდევრულად გაივლი და ევროპის ბაზარზე შეხვალ, რეალიზაციის პრობლემაც მოიხსნება.
„ევროპაში ეთერზეთებზე მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ წარმოება შეგვიძლია“, - ამბობს „კოლხური დაფნის“ დამფუძნებელი.
ირკვევა, რომ კომპანია ყოველწლიურად 4 ტონამდე ეთერზეთს აწარმოებს.
„მოვსინჯეთ ევკალიპტის ზეთიც, მაგრამ ძირითადად მაინც დაფნის ეთერზეთს ვაწარმოებთ, რადგან დაფნის წარმოების არსებობის გამო უფრო იაფი მიჯდება“, - ამბობს კომპანია „კოლხური დაფნის“ ხელმძღვანელი.
რაც შეეხება დაფნის ექსპორტს, რომელიც ძირითადად ჩინეთში შეაქვს, ყოველწლიურად მზარდია.
„კოლხური დაფნის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ექსპორტზე ჩინეთში წელიწადში 300 ტონა დაფნა გაქვს. მამუკა ბუკის თქმით, ბოლო პერიოდში სახეზეა საექსპორტო დაფნის ფასების 20%-ით ზრდა, რაც რეალურად ჩინეთში ტრანსპორტირების ხარჯის ზრდას უკავშირდება.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში