USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეტაპობრივად ვაუმჯობესებთ ყველაფერს, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეთ -  კახა კალაძე უფასო სასადილოებზე

ეტაპობრივად ვაუმჯობესებთ ყველაფერს, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეთ - კახა კალაძე უფასო სასადილოებზე

2023-11-13 13:11:26

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ უფასო სასადილოებში კვების საკითხს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, წინა წლებთან შედარებით, კვება საგრძნობლად გაუმჯობესებულია და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუ გნებავთ, შევადაროთ, როგორ იკვებებოდნენ უფასო სასადილოებში  წლების წინ და როგორ იკვებებიან დღეს. უფრო მეტის გაკეთება უკეთესია, მაგრამ ყველაფერს აქვს დრო. ეტაპობრივად ვაუმჯობესებთ მდგომარეობას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში თითოეულ მოქალაქეს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები