USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ესკოს გენერალურ დირექტორად კახაბერ ქებურია დაინიშნა

ესკოს გენერალურ დირექტორად კახაბერ ქებურია დაინიშნა

2023-07-31 18:44:28

ესკოს გენერალურ დირექტორად კახაბერ ქებურია დაინიშნა. კომპანიის ინფორმაციით, 21 ივლისიდან, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ახალი გენერალური დირექტორი უხელმძღვანელებს.

„კახაბერ ქებურია საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის ერთ ერთი თვალსაჩინო ფიგურაა,  მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებითა და მართვის პრაქტიკით. მუშაობდა არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე:

2022 წლიდან : სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე; დირექტორთა საბჭოს წევრი; დირექტორი პროექტების მართვის საკითხებში.

2010-2018 წლებში - სს ,,ენერგო- პრო ჯორჯიას” გარდაბნის რაიონის დირექტორი.

2007-2010 წლებში - სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” გარდაბნის რაიონის მთავარი ინჟინერი.

2005-2007 წლებში - USAID და საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ქვემო ქართლის ფილიალის თელეთი-მარტყოფის რაიონის მთავარი ინჟინერი, ხოლო 2004 წელს, იგივე კომპანიაში  ინჟინერ-ელექტრიკოსი.

კახაბერ ქებურიას პროფესიონალიზმი, კომპეტენცია , მართვის უნარი და ელექტროენერგეტიკულ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება  სასარგებლო იქნება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის - ესკოს შემდგომი განვითარებისათვის, მისი როლისა და ფუნქციების  სწორი და გამართული პოზიციონირებისათვის საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე და მთლიანად ელექტროენერგეტიკულ სექტორში“, - აღნიშნულია ესკოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები