Agrolab Distribution რესტორნებსა და სასტუმროებს სრული ასორტიმენტით ამარაგებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ მხრივ პირველი კომპანიაა და ერთადერთიც, ვისაც მსგავსი მომსახურების შესაძლებლობა აქვს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia -თან ამბობს, მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე. Agrolab Distribution ჯამში 300-ზე მეტი პროდუქციის დისტრიბუციას ახდენს.
„ჰორეკა სექტორს ვამარაგებთ პროდუქციით, ზაფხულში ადგილობრივი ნაწარმის დისტრიბუციას ვახდენთ, ზამთარში ძირითადად იმპორტირებულ პროდუქტზე გვიწევს მუშაობა. სასტუმროები და რესტორნები არიან ძირითად მომხმარებლები, ფაქტობრივად ერთადერთ კომპანიას წარმოვადგენთ საქართველოში, რომელიც სექტორს ყველანაირი პროდუქციით ამარაგებს, 300-მდე დასახელებისაა, ყველაფერი, რაც კი სჭირდება სამზარეულოს, სრულ ასორტიმენტს ვთავაზობთ. მიწოდება რითეილ სექტორიდან ხორციელდება", - ამბობს კომპანიის თანამშრომელი.
ცნობისთვის, Agrolab Distribution ქართულ ბაზარზე 6 წლის წინ დაფუძნდა. კომპანიაში დაახლოებით 30 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში