USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ეკონომიკური ფორუმის“  ფარგლებში მორიგი დისკურია გაიამრთა

,,ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მორიგი დისკურია გაიამრთა

2023-07-06 10:47:59

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტეკონომიკური ფორუმისფარგლებში მორიგი დისკუსიაგაიმართა. დისკუსიის თემა იყოგანათლების როლი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობისათვის“. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრი გიორგი ამილახვარი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ბაქსვუდის სკოლის აკადემიურიდირექტორი არჩილ სუმბაძე.

დისკუსიას მოდერაციას უწევდა ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის, ანალიტიკურიდა აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. 5 ივლისის დისკუსიის მხარდამჭერები ასვე იყვნენ კომპანია Insurance Broker GS, კომპანია ლინეიტი საქართველო, Coca-Cola Bottlers Georgia და ICE Engineering Group.

დისკუსიის დროს მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების შესახებ, იმ გამოწვევების და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რომელიც თითოეულ ამ მიმართულებას შეეხება, ხაზი გაუსვა კერძო სექტორის ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, სახელმწიფო დაფინანსებების პრიორიტეტების უფრო მეტად მიზნობრიობის აუცილებლობას. მინისტრმა გამოხატა სრული მზადყოფნა აღნიშნულ თემაზე კერძო და ანალიტიკური სექტორის აქტიური ჩართულობისა და მჭიდრო თანამშრომლობის მიმართულებით. სპიკერების მხრიდან ხაზი ასევე გაესვა სასკოლო განათლების მიმართულებით მენეჯმენტის გაუმჯობესებას, პროფესიული ორიენტაციის მნიშვნელობას, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას, წარმატებული საერთაშრისო პრაქტიკის დანერგვას, მოთხოვნად პროფესიებზე აქცენტის გაკეთებას, სწავლის პრაქტიკაში გამოყენებასა და სწავლის პროცესში კვლევებზე ორიენტირებას“ - განაცხადა ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგიაბაშიშვილმა.

პროექტისეკონომიკური ფორუმისფარგლებში მიმდინარე დისკუსიიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარიაქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით.

მიმდინარე ღონისძიება პროექტეკონომიკური ფორუმისფარგლებში უკვე მეხუთე დისკუსიაა. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის თებერვლიდან დისკუსიების პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies, მათ მიერ დაფუძნებულიეკონომიკური ფორუმიპოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდიპლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისებისდაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა დაინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთისეკონომიკური ფორუმიხშირად დასახელებულია, როგორცპოლონური დავოსი“. პარტნიორობისფარგლებში იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

 

 

 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები