USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკის მინისტრის სამი რთული გადაწყვეტილება

ეკონომიკის მინისტრის სამი რთული გადაწყვეტილება

2023-06-15 19:07:29

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა გიორგი აბაშიშვილთან ინტერვიუში სამი რთული გადაწყვეტილება დაასახელა, რომელიც რამდენიმე სტრატეგიულ პროექტან დაკავშირებით მიიღო.  

„ასეთია გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდებოდა ახალი აეროპორტის განვითარებას, რომლის შესახებაც რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდეთ.

სახელმწიფოს აქტიური როლით ვაპირებთ ამ აეროპორტის განვითარებას. აქ არსებობდა ორი ოფცია - ერთი ის მოდელი, რომელიც დღეს გვაქვს, რომ აეროპორტი კერძო ინვესტორთან ერთად განგვევითარებინა და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი იქნებოდა ბევრად უფრო მცირე. გრძელვადიან პერსპექტივაში ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს როლი უფრო მეტად უნდა იყოს წარმოჩენილი ასეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფლობისა და განკარგვის საკითხებში.

ასეთი გადაწყვეტილება იყო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, სადაც სახელმწიფოს აქტიური როლით მოხდება პროექტის განვითარება. ითქვა, რომ სახელმწიფოს ექნებოდა საკუთრებაში უმეტესი, სულ მცირე 51%-იანი წილი და შესაძლოა, აქაც ვსაუბრობდეთ საჯარო საკუთრებაზე და ოპერირების შემდგომი სხვადასხვა ფორმის არსებობაზე.

ასევე ხაზგასასმელია გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდებოდა ენერგეტიკის სფეროში ფლაგმან და გამორჩეულ პროექტებს და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს პრინციპული მონაწილეობით უნდა მოხდეს მათი განვითარება.

ვფიქრობ, ეს არის სამი ძირითადი მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც გადაწყვეტილებები მიღებულია, მაგრამ საკმაოდ ბევრი ანალიზისა და მოსაზრების გათვალისწინება მოგვიწია, ვიდრე საბოლოო პოზიციებს ჩამოვაყალიბებდით“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები