საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი კომპანია JSC Digital Area პირველი ციფრული სუპერმარკეტის „მოიტანეს“ პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში. სწრაფი მიტანის სერვისი უფრო მეტად დაიხვეწება და გაიზრდება ასორტიმენტიც, რაც საბოლოოდ მომსახურებას უფრო კომფორტულს და სრულყოფილს გახდის.
აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან JSC Digital Area-ს გენერალურმა დირექტორმა ანდრო რატიანმა ისაუბრა.
„პარტნიორობა მოიცავს რამდენიმე სეგმენტს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ,,მოიტანეს" კონცეფცია, რომელიც თავისთავად მოიაზრებს სწრაფ მიტანას, რაც დღევანდელ ეპოქაში მნიშვნელოვანია. როგორ ხდება ხოლმე, ძირითადად სწრაფი მიტანის სერვისები მოიცავს სურსათისა და საყოფაცხოვრებო პროდუქციის მიმართულებებს, ამ ეტაპზე კი შესაძლებელი ხდება ასორტიმენტის გაზრდა და დაემატება სხვა კატეგორიები, როგორიცაა სახლის აქსესუარები, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები, სათამაშოები და სხვა. ახლო მომავალში ვგეგმავთ რომ გავაღრმაოთ ურთიერთთანამშრომლობა JSC Digital Area-ში შემავალ კომპანიებსა (extra.ge, optimo.ge) და „მოიტანეს“ შორის, რის შედეგად უკვე შეგვეძლება ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ პროდუქტების ყველაზე დიდი არჩევანი ერთ ციფრულ ჭერქვეშ.
მსგავსი პარტნიორობა იგეგმება სხვა მიმართულებითაც, რაზეც საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას", - აღნიშნა ანდრო რატიანმა.
ცნობისთვის, „Digital Area“ არის საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი და წარმოადგენს „Beyond the Banking“ ციფრულ ეკოსისტემას, რომლის მთავარი მიზანია ტრადიციული ბიზნესპროცესების გაციფრულება. იგი აერთიანებს საქართველოში არსებულ რამდენიმე მსხვილ ციფრულ პლატფორმასა და ციფრულ პროდუქტს, მათ შორის extra.ge, optimo.ge, adapter.ge, izibox.ge. გარდა ამისა, Digital Area საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და ვენჩურული კაპიტალის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ გლობალურ კომპანია 500 Global-თან ერთად ჩართულია 500 Georgia-ს პროექტში მონაწილე სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში. „მოიტანე“ არის სტარტაპი, რომლის მიზანიც მუდმივი განვითარება და ადამიანებისთვის ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაა. ეს არის სრულად ციფრული სუპერმარკეტი, სადაც ახალი, სანდო, ჯანსაღი, სეზონური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებია განთავსებული. „მოიტანეს“ მიტანის სერვისი თბილისსა და მის შემოგარენში ვრცელდება.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში