USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეიდან ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა სკოლებში და სტაციონარებში ამოქმედდება

დღეიდან ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა სკოლებში და სტაციონარებში ამოქმედდება

2024-01-01 14:25:00

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის 2 მარტს საქართველოს მთავრობის №101-ე დადგენილების საფუძველზეც, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, ფართოვდება რეგულაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების რაოდენობა, კერძოდ არსებულ ობიექტებს დაემატა: 

  • კერძო / საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები;
  • სიგარაბარები;
  • სავაჭრო ცენტრები;
  • ბაზარი / ბაზრობა.

ასევე, დაემატა ეკონომიკურ საქმიანობას დაქვემდებარებული ის ობიექტები, რომელთა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნებისმიერი წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს (საბითუმო ვაჭრობა; საცალო ვაჭრობა; განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა; საკვებით და სასმელით მომსახურება).

აღნიშნული დაწესებულებების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ეკონომიკური ფაქტორი, ისე ობიექტთა საქმიანობის სპეციფიკური მახასიათებლები.

განხორციელებული ცვლილებები უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციას, პირთა უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლების დაცვას.

დადგენილებითვე განისაზღვრა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური მახასიათებლები და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსების წესები.

მანამდე, ცნობილი იყო, რომ შსს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112″ ახორციელებს ლიცენზირებული, ავტორიზებული, სანებართვო და სარეგისტრაციო დაწესებულებების ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას და ვიდეომეთვალყურეობის დამონტაჟების აქტის გაცემას.

აღნიშნულ დაწესებულებებს განეკუთვნება:

  • აზარტული დაწესებულებები;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციები;
  • სესხის გამცემი სუბიექტები;
  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტები;
  • ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები;
  • აფთიაქები;
  • ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები საკომპრესორო სადგურები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები