USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.82 პროცენტი შეადგინა

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.82 პროცენტი შეადგინა

2023-10-25 14:22:18

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 49.33 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.27 მლრდ ლარით, ანუ 2.65%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.98%-ით მეტი). სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 72.84 მლნ ლარით, ანუ 0.38%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.28%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.20 მლრდ ლარით, ანუ 4.17%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.50%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 49.82 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.45 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.13 პროცენტული პუნქტით).

სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.94% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.42%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.69%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.82%, ხოლო ევროს წილმა 19.36% შეადგინა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები