USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„დელტა“ - სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ საგარეჯოში, თელავში, ახმეტაში, სიღნაღში, ყვარელში, გურჯაანში, ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად ინტენსიურად დამუშავდა

„დელტა“ - სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ საგარეჯოში, თელავში, ახმეტაში, სიღნაღში, ყვარელში, გურჯაანში, ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად ინტენსიურად დამუშავდა

2023-09-03 13:32:59

ორ სექტემბერს ჩრდილო- დასავლეთიდან შემოვიდა ფრონტალური ტიპის ღრუბლების მასები, ამ დროს ღრუბელში სეტყვის მარცვლის ზომა უკვე 42 მმ-ს შეადგენდა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად მოხდა სეტყვის მარცვლის ფორმირება, რომელთა ზომამ 50 მმ-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას სსსტც „დელტა" ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაო პროცესი გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, ვინაიდან მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია ასევე 3-4 სექტემბერს.

„სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ: საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში 2 სექტემბერს 17:59 საათიდან 23:35 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად ინტენსიურად დამუშავდა. დამუშავებული კერების საერთო ჯამურმა ფართმა 1404კმ2 შეადგინა (140400 ჰა) სულ დამუშავდა 10 სეტყვასაშიში კერა, გასროლილი იქნა 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა.

აღნიშნული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე დელტას მიერ დამატებითი ძალები იქნა მობილიზებული კახეთის რეგიონში გასროლილი რაკეტების ახლებით ჩასანაცვლებლად, სამუშაო პროცესი გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, ვინაიდან მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია ასევე 3-4 სექტემბერს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები