USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა

2023-06-25 00:00:59

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში,  კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორისსოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია

სოფლის განვითარების სააგენტოს  დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილმა, კახეთისმხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისმერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში” კოორდინატორმა გიორგი ციმინტია ახლადგახსნილ საწარმო დაათვალიერეს.

სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნა, სადაც შესაძლებელია 100 ტონამდე პლასტმასის და მაკულატურის გადამუშავება. კომპანია ადგილობრივი მოსახლეობისგან იბარებს  მაკულატურას და  პლასტმასის  მეორად ბოთლებს. აღსანიშნავია, რომ რეგიონში ესპირველი საწარმოა, ამ მიმართულებით, სადაც 10-მდე ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირეტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა.

როგორც გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორმა გიორგი ციმინტიამ აღნიშნა, ევროკავშირი და გაერო უკვე მრავალი წელია სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას შევუწყოთ ხელი. განსაკუთრებით მნიშვანელოვანია მსგავსი ტიპის პროექტეის მხარადაჭერა, რადგან, ხდება გარემოზე უარყოფითი შედეგების შემცირება”, - განაცხადა გიორგი ციმინტიამ.

სოფლის განვითარების პროგრამაქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში განხორცილდა.

სოფლის განვითარების პროგრამასოფლის განვითარების სააგენტომ,  ევროკავშირისა (EU) დაგაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობისგანვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში განახორციელა.  

სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებულია 77 პროექტი, ინვესტიციის ჯამურიღირებულება 11 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 7.8 მილიონ ლარს აღემატება

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები