USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დავით სონღულაშვილი საინვესტიციო საკონსულტაციო ფირმის Quadro Capital Partners-ის დამფუძნებელს შეხვდა

დავით სონღულაშვილი საინვესტიციო საკონსულტაციო ფირმის Quadro Capital Partners-ის დამფუძნებელს შეხვდა

2023-07-26 15:43:41

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საინვესტიციო საკონსულტაციო ფირმის  Quadro Capital Partners-ის დამფუძნებელს გიდრიუს პუკასს შეხვდა. შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდა  საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს, როგორც სავაჭრო ჰაბის მნიშვნელობა.  სტუმრებმა გამოთქვეს საქართველოს სავაჭრო და ლოჯისტიკის სექტორებში ინვესტიციების განხორციელების შესახებ ინტერესი.

დავით სონღულაშვილმა სტუმრებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანაკლიის საზღვაო პორტზე, ახლად დაგეგმილ საერთაშორისო აეროპორტის კვანძსა და ჩქაროსნულ გზატკეცილზე, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებს დააკავშირებს.

საუბარი ასევე შეეხო ფოთის პორტს და საქართველოს სარკინიგზო სისტემას. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები