USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დავით ნარმანიამ ნეტო აღრიცხვის შესახებ საქართველოს გამოცდილებზე  მოლდოვაში გამართულ ფორუმზე ისაუბრა

დავით ნარმანიამ ნეტო აღრიცხვის შესახებ საქართველოს გამოცდილებზე მოლდოვაში გამართულ ფორუმზე ისაუბრა

2023-05-05 11:13:17

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მოლდოვაში, ქ. კიშინოვში გამართულ ფორუმში - ,,კიშინიოვის ურბანულ-სოციალური ფორუმი - 2023” (Urban Social Forum Chisinau – 2023) მიიღო მონაწილეობა. სემეკის თავმჯდომარემ, როგორც მიწვეულმა სპიკერმა,  ენერგოეფექტური ქალაქის შესახებ თემატურ პანელზე წარადგინა პრეზენტაცია  საქართველოში ენერგოეფექტურობისა და ნეტო-აღრიცხვის შესახებ. 

ფორუმში მონაწილებდნენ მოლდოვის სამთავრობო, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად ფორუმში მონაწილეობა მიიღო სემეკის წევრმა, გოჩა შონიამ.

ურბანულ-სოციალურ ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ენერგეფექტური ქალაქების განვითარებაზე, ენერგოუსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე. პანელურ დისკუსიებზე განიხილეს სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობისა და ეკონომიკური განვითარების საკითხები სხვადასხვა ქვეყნებში. 

 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები