USD 2.8004

EUR 2.8889

TRY 0.0777

GBP 3.4607

RUB 0.029184

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსის მონაწილეებისთვის ენერგეტიკული ბიზნესის შესახებ ლექცია წაიკითხა

დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსის მონაწილეებისთვის ენერგეტიკული ბიზნესის შესახებ ლექცია წაიკითხა

2023-10-19 10:39:14

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ელექტროენერგეტიკის საფუძვლების რეგულირების კურსის მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა.  

დავით ნარმანიამ ლექციის ფარგლებში ისაუბრა ენერგეტიკის სექტორზე როგორც ეკონომიკისათვის  ერთ-ერთ წამყვან მიმართულებაზე, მიმოიხილა ენერგეტიკული ბიზნესის სუბიექტები, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, სახელმწიფოს როლზე ენერგეტიკაში, ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მნიშვნელობაზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე, ენერგეტიკული ბიზნესის მართვასა და კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე.

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ ტრენინგ კურსი მიმდინარეობს. კურსის მონაწილეები შეისწავლიან ელექტროენერგიის რეგულირების საკითხებს, საკანონმდებლო ჩარჩოს, ტარიფების კალკულაციას,  ენერგეტიკის სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. კურსის მონაწილეებს ტრენინგებს უტარებენ სემეკის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები და სხვადასხვა ენერგეტიკული უწყების ხელმძღვანელი პირები.  

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები