USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაცული ტერიტორიების სააგენტომ ელ-რიადში Saudi Travel Market 2024 სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ელ-რიადში Saudi Travel Market 2024 სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

2024-03-03 10:32:00

გამოფენის მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ.

საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო ახალ ტურისტულ სეგმენტზე გასვლისა და ვიზიტორთა ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით.

საუდის არაბეთიდან დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. აღნიშნულ ბაზარზე დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისად, ვიზიტორთა ნაკადების გაზრდას.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები