USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დასაქმებულთა 43.3% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.8% - საშუალოზე, ხოლო 35.9% - მცირე ბიზნესზე - II კვარტალის სტატსტიკა

დასაქმებულთა 43.3% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.8% - საშუალოზე, ხოლო 35.9% - მცირე ბიზნესზე - II კვარტალის სტატსტიკა

2023-09-04 11:14:04

II კვარტალის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.8 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 35.9 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 700.5 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 104.5 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.6 პროცენტით მეტი).

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 15.2 პროცენტით გაიზარდა და 48.0 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.

2023 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 18.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია.

ასევე სააგნარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 63.8 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 21.0 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები