Cinnamon/დარიჩინის ფუნთუშებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ნუცა გოჯიაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, 2 წელია, რაც კაფე ,,დარიჩინი“ თბილისში გაიხსნა.
ამასთან, პირველი ქართული ბრენდია საქართველოში, რომელმაც დარიჩინის ხვეულების უგემრიელესი პროდუქცია მომხმარებელს პროფესიონალურ დონეზე შესთავაზა.
იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე ასეთი პროდუქტი სიახლეა, რისკი ნამდვილად იყო, თუმცა წარმოებამ გაამართლა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, მოთხოვნა თანდათან იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ცნობადობის ამაღლების კუთხით ბაზარზე გამოწვევა ჯერ კიდევ არსებობს.
„ჩვენი პროდუქცია დარიჩინის ხვეულებია, რომელიც ფუნთუშასთან ასოცირდება, მაგრამ გემოვნური თვისებებით უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ფუნთუშა. პირველები ვართ ადგილობრივ ბაზარზე, ვინც ეს ნიშა დაიკავა. შესაბამისად, ცნობადობის ამაღლება იყო გარკვეული გამოწვევა, რაზეც მუშაობა გვიწევს.
ამ კუთხით გვაქვს გარკვეული მიღწევებიც, მეტმა ადამიანმა გაიგო დარიჩინის ფუნთუშების შესახებ და ჩვენი მომხმარებელია, მაგრამ გვინდა, ეს წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს და მეტი სეგმენტი მოვიცვათ“, - ამბობს ნუცა გოჯიაშვილი.
იქიდან გამომდინარე, რომ დარიჩინის ფუნთუშების მიმართულება ჯერ კიდევ სიახლეა, ბაზარზე კონკურენცია ნაკლებია.
ამ კუთხით საერთაშორისო ბრენდის საქართველოში შემოსვლას Cinnamon - ის დამფუძნებელი მიესალმება კიდეც და ამბობს, რომ ახალი კომპანიის გამოჩენა ბაზარზე დადებით გავლენას მოახდენს.
„დარიჩინის ფუნთუშების შესახებ იცის თითქმის ყველამ, ვინც მოგზაურობს, დანარჩენები ახლა იგებენ, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ პროდუქტის მიმართ ცნობადობა ავამაღლოთ.
მომხმარებლამდე სწორად მივიტანოთ გზავნილი, რომ დარიჩინის ხვეულები, როგორც ყველაზე გემრიელი და უნიკალური დესერტი, ადამიანებითვის გამორჩეული და საუკეთესო საჩუქარია, რომელთა განწყობაზეც ვზრუნავთ ან უბრალოდ, გვინდა, ტკბილეული მივართვათ.
გვახარებს ის ფაქტიც, რომ ჩვენი პროდუქციის მიმართ ინტერესი იზრდება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გაფართოებაც, რაც სამომავლო გეგმაშია. პროექტზე ვმუშაობთ და დეტალები უახლოეს პერიოდში დაზუსტდება“, - ამბობს ნუცა გოჯიაშვილი Business Insider Georgia- თან.
ცნობისთვის, Cinnamon/დარიჩინი საქართველოში 2021 წელს დაფუძნდა. კომპანიაში დაახლოებით 10-15 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში