USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„დანერგე მომავლის“ ბაღების კომპონენტში რეგისტრაცია გრძელდება

„დანერგე მომავლის“ ბაღების კომპონენტში რეგისტრაცია გრძელდება

2024-02-03 12:00:00

„დანერგე მომავლის“ ბაღების კომპონენტში რეგისტრაცია მიმდინარეობს. განაცხადები მიიღება 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ნერგების ღირებულების 70%, ხოლო წვეთოვანი სარწყავი სისტემის 50%.

სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში დამატებით +10% თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.

პროგრამა მიზნად ისახავს:

✔️ იმპორტული პროდუქციის ქართული ნაწარმით ჩანაცვლებას

✔️ საექსპორტო პოტენციალის ზრდას

✔️ მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას

✔️ სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური დონის გაუმჯობესებას

➡ განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ბმულზე: https://my.rda.gov.ge/signin

➡ პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://bit.ly/3uhXMUX

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები