USD 2.7904

EUR 2.9031

TRY 0.0764

GBP 3.5167

RUB 0.031596

დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ფინანსური დამოუკიდებლობის შეზღუდვა, ეწინააღმდეგება ევროპულ მიდგომებს - დავით ნარმანია

დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ფინანსური დამოუკიდებლობის შეზღუდვა, ეწინააღმდეგება ევროპულ მიდგომებს - დავით ნარმანია

2024-03-11 10:37:00

კანონპროექტი, რომელიც რომან გოცირიძემ წარმოადგინა, არის აბსურდული, - ასე გამოეხმაურა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია პარლამენტარის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მარეგულირებელი კომისიების თავმჯდომარისა და წევრებისთვის ხელფასის შემცირებას გულისხმობს. 

„დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის, მათ შორის ფინანსურის შეზღუდვა, ეწინააღმდეგება ევროპულ მიდგომებს, დირექტივებსა და სულისკვეთებას. ამასთან დაკავშირებით, მარეგულირებელმა კომისამ მოამზადა კიდეც თავისი პოზიცია და გააგზავნა კიდეც პარლამენტში და გამოვაქვეყნეთ საჯაროდ. როგორც ჩანს ამ ადამიანს მეტი არ მოეკითხება და ის წარადგინა რაც მოეკითხება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები