USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-მა 2022 წელს რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა განაახლა

ComCom-მა 2022 წელს რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა განაახლა

2023-06-01 19:00:54

კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ComCom-მა მომხმარებლისთვის ინოვაციური მომსახურებების მიწოდებისა და ქვეყანაში თანამედროვე რადიოსიხშირული სისტემების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა განაახლა. განახლება თანამედროვე ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების დანერგვასა და ამოწურვადი  სიხშირული რესურსების ეფექტიან მართვას ისახავს მიზნად.

 

კერძოდ, ეროვნული გეგმა ახალი ტექნოლოგიებისთვის, მათ შორის, 5G ქსელების განვითარებისთვის, ახალ სიხშირულ დიაპაზონებს მოიცავს და ფიქსირებული უსადენო ინტერნეტის ფუნქციონირებისთვის, დამატებით სიხშირულ ზოლს ითვალისწინებს. გარდა ამისა, სპეციფიკური თანამგზავრული მომსახურებებისთვის განისაზღვრა დიაპაზონები, დაზუსტდა ტექნოლოგიური სტანდარტები და მომსახურებების სახეობები.

 

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ ეროვნულ გეგმაში შესატანი ცვლილებები ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერრადიოკავშირის მსოფლიო კონფერენციაზე (WRC-19) დადგენილი ფინალური აქტების მიხედვით, ასევე, ფოსტისა და ტელეკომუნიკაციებისევროპის კონფერენციის (CEPT) ელექტრონული კომუნიკაციის კომიტეტის(ECC) მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე მოამზადა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები